- Advertisement -

კახა კალაძე: ლიცენზირებული ტაქსების 30%-მა ტექდათვალირება ვერ გაიარა

6

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ტექდათვალიერების გავლის შემდეგ, 30%-მა ვერ მოახერხა დაეკმაყოფილებინა ის მოთხოვნები, რაც კანონით არის გათვალისწინებული. დაახლოებით, 70-71% დარჩა, ვისაც ნებართვა აქვს და გაიარა ტექდათვალიერება. ამ რაოდენობის ნახევარზე მეტს კატეგორიზაცია უკვე გავლილი აქვს, ხოლო დანარჩენი ამ ეტაპზე გადის.

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის ჩვენ გამოვყავით სპეციალური ვაუჩერები, რომელიც მათ აძლევს საშუალებას, ან გადაღებონ ავტომობილი ან თეთრი ფირი გადააკრან, ყოველგვარი ხარჯის გარეშე. ასევე, ჩვენ მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ქიმიური წმენდის ვაუჩერებით ესარგებლათ, რათა მათი ავტომობილი სუფთა ყოფილიყო და მგზავრს პრობლემა არ შექმნოდა. ესეც უფასო იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ვაუჩერია გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ტაქსით მომსახურების გაწევა არავისთვის აუკრძალავთ.

„პროცესი ისევ გრძელდება. ტაქსით მომსახურების გაწევა არავისთვის აგვიკრძალავს. უბრალოდ ორ კატეგორიად დაიყო. A კატეგორიისთვის ფერი არის მნიშვნელოვანი. მან უნდა გაიაროს ტექდათვალიერება. მათთვის ქალაქში გამოყოფილი იქნება პარკირების უფასო ადგილები. შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთ ავტომობილებზე რეკლამა განათავსონ და აქედან შემოსავალი მიიღონ. ასევე, გადასახადებისგან გათავისუფლებულნი არიან. “-ამბობს კალაძე.

Comments
Loading...