- Advertisement -

კახა კალაძე: მარიხუანას მოხმარებისთვის ციხეში გაშვებით ახალგაზრდას ცხოვრებას უუბედურებ

690

 

საქართველოს ვიცეპრემიერის, კახა კალაძის განმარტებით, მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანი ციხეში არ უნდა მიდიოდეს. ამის შესახებ კალაძემ საქართველოში ნარკოპოლიტიკის თემაზე საუბრისას გადაცემა "რეაქციის" ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. 

"დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ეს ორი თემა აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო. თვითონ ძალიან ხშირად ისმის ხოლმე განცხადებები, რომ ახალგაზრდებში ძალიან ხშირია ფაქტები, როდესაც ისინი მოიხმარე მძიმე ნარკოტიკებს, "კრაკადილებს" და ათას უბედურებებს. ამ დეკრიმინალიზაციით, შესაძლებელი იქნება თითქოს ამ ახალგაზრდების გადმოყვანა მარიხუანაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი მიდგომა. მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ახალგაზრდებში დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრებსი წესი. ამას უნდა გავუწიოთ პოპულარიზაცია. მზად ვარ, ჩავერთო ამ კამპანიაში და მივიღო მონაწილეობა, შემოვიკრიბოთ ახალგაზრდები და ყველას ვუთხრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. 

თუმცა, მეტსაც ვიტყვი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, რადგან ეს კიდევ დამატებითი პრობლემებია და შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს, ახალგაზრდას ცხოვრებას უუბედურებ. ვფიქრობ, სამუშაოა ამ საკითხში",- განაცხადა კალაძემ. 

Comments
Loading...