- Advertisement -

კახა კალაძე: მგონი, ექიმები ჩვენ მიერ წარდგენილი ჯანდაცვის პროგრამით კმაყოფილები დარჩნენ

413

დღეს, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მხარდამჭერ შტაბში შეკრებილ საზოგადოებას, მათ შორის ექიმებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება ჯანდაცვის პროგრამაზე გაამახვილა. როგორც მან პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ექიმები ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ადამიანებზე ზრუნავენ.

"დღეს შევხვდით ექიმებს. ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებზე ვისაუბრეთ და ჩვენი სამომავლო გეგმები გავაცანით. ექიმები არიან ადამიანები, რომელებიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე. მგონი, კმაყოფილები დარჩნენ. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელებთან ერთად ჩვენ ამ პროექტების განხორციელებას მოვახერხებთ",-განაცხადა კალაძემ. 

Comments
Loading...