- Advertisement -

კახა კალაძე: მერიაში ხელფასის და დანამატის გაცემა გაერთიანდება

342

თბილისის მერის მოადგილეებისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების ხელფასები და დანამატები ერთიანდება.

როგოც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს კანონის შესაბამისად მოხდება.

“ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი ცალკე, პრემია კიდევ ცალკე. ხელფასი და დანამატი ერთიანდება.

რაც შეეხება პრემიას, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მე მივიღებ. ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება, ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაშია. მე მივიღებ გადაწყვეტილებას, სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად ვის რამდენი პრემია გამოვუწერო“- აღნიშნა კალაძემ.

Comments
Loading...