- Advertisement -

კახა კალაძე: მერის უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შევუდგები

315

ცესკო-ს პირველადი ინფორმაციით, თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კახი კალაძე, კანონის გათვალისწინებით, უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება. ამის შესახებ კახა კალაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, ჩემს მხარდამჭერებს, თბილისელებს ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მე ყოველდღიურად ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას, ყოველდღიურად შემოდის მოლოცვები, ახალი იდეები, წერილები, ტელეფონის, ფეისბუქის თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით.

ძალიან მახარებს თბილისელების ასეთი ჩართულობა და მიორმაგებს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.

მინდა გამცნოთ, რომ კანონის თანახმად, მერის უფლებამოსილების განხორციელებას შევდუგები ნომებრის მეორე ნახევრიდან, ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ.

თუმცა, რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ტნაზიციის პერიოდში ჩვენ ნაკლები აქტიურობა გვექნება. პირიქით, გარდამავალ პერიოდში მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რომ მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას, პირდაპირ დავიწყოთ ჩვენი პროგრამის აღსრულება და თბილისის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა", – აღნიშნა კახა კალაძემ. 

Comments
Loading...