- Advertisement -

კახა კალაძე: მე მივიღებ გადაწყვეტილებას, ვის რამდენი პრემია გამოვუწერო

321

''მე მივიღებ გადაწყვეტილებას, სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად ვის რამდენი პრემია გამოვუწერო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერის მოადგილეებისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების ხელფასები და დანამატები გაერთიანებულად გაიცემა.

“ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი ცალკე, პრემია კიდევ ცალკე. ხელფასი და დანამატი ერთიანდება.

რაც შეეხება პრემიას, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მე მივიღებ. ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება, ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაშია“- აღნიშნა კალაძემ.

Comments
Loading...