თბილისი მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ "ყოვლად მიუღებელია ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან მიიხედ-მოიხედოს და მიითვისოს მიწა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ რაიონში".
"მე მინდა გავმიჯნო უკანონო მშენებლობები ზედამხედველობის სამსახურმა არაერთი ფაქტი გამოავლინა, ყოვლად მიუღებელია ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან მიიხედ-მოიხედოს და მიითვისოს მიწა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ რაიონში. ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება და განვითარება ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს. შესაბამისად, ამ უკანონო მშებელლობების მიმართ ყურადღება განსაკუთრებულად იქნება გამახვილებული",- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ისნის რაიონში, მელაანის ქუჩაზე 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოავლინა.