- Advertisement -

კახა კალაძე: მოქალაქეების მისაღებად, მერიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

346

თბილისის მერიაში, მოქალაქეების მისაღებად, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"ქალაქის მერთან შეხვედრის მოთხოვნით შემოდის უამრავი განცხადება. ფიზიკურად, მე პირადად არ მეყოფა დრო, რომ თითოეულ მათგანს შევხდე და იმის გამო, რომ არ დამრჩეს არავინ განაწყენებული, მინდა ამას სწორი ფორმა მივცეთ.

მივიღე გადაწყვეტილება, შევქმნათ სპეციალური ჯგუფი, რომელიც კვირაში ორჯერ მიიღებს მოქალაქეებს, რომელიც შეხვდება მათ.ხუთაშაათი და პარასკევი იქნება მიღების დღეები. ხუთშაბათს, დილის 10:00 საათიდან 15:00 საათამდე და პარასკევს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე" – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...