- Advertisement -

კახა კალაძე: საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით რეგულაციებს შემოვიღებთ

344

დედალაქის მერის კახა კალაძის თქმით, პლაკატები ქალაქის იერსახებ ამახინჯებს და შესაბამისად, სამომავლოდ იგეგმება რეგულაციების შემოღება.

რაც შეეხება სარეკლამო ბანერებს, კალაძის თქმით, სარეკლამო ბანერი ქალაქის იერსახეს უნდა შეესაბამებოდეს.

"ზოგადად სარეკლამო ბანერები არამგონია ამახინჯებდეს ქალაქის იერსახეს. სარეკლამო ბანერი იმისათვისაა, რომ უნდა შეესაბამებოდეს და შეეხამებოდეს ქალაქს. ალბათ, კომპანიამ კეთილი უნდა ინებოს და უნდა ჩამოხსნას, თუმცა მე როგორც ვიცი, სანამ ახალ რეკლამას არ მიიღებენ, მანამდე ასე აქვთ ხოლმე და ცუდია. პლაკატები, რა თქმა უნდა ამახინჯებს იერსახეს. ეს ზოგადად ჩვენი დედაქალაქის და ზოგადად ქვეყანაშია პრობლემა, როდესაც არჩევნები ტარდება ხოლმე, ვისაც სადაც უნდა აკრავს ამ პლაკატებს, თუმცა სამომავლოდ ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ რეგულაციას, რომ გამოყოფილი იყოს კონკრეტული ადგილები, სადაც ექნებათ შესაძლებლობა პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებს გააკრან თავისი საარჩევნო პლაკატები",- განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...