- Advertisement -

კახა კალაძე: საბჭოთა გადმონაშთების,”ხრუშოვკების” ხანა თბილისში უნდა დასრულდეს!

449

"თბილისში, ე.წ "ხრუშოვკების" ხანა დასრულდა. წარმოუდგენელია ადამიანები ცხოვრობდნენ ისეთ შენობებში, რომელსაც უკვე კარგა ხანია გაუვიდა ვადა." – თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე თავის ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს"

"ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი მომზადებული "ხრუშოვკების" ეტაპობრივ ჩანაცვლებაზე, რასაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას.

ამ საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან თბილისის გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება, მყარი, კომფორტული საცხოვრისით ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იქნება. ის მოქალაქეები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, უზრუნველყოფილები იქნებიან ბინით ან კომპენსაციით, საკუთარი არჩევანის მიხედვით" – განაცხადა კახა კალაძემ თავის ვიდეომიმართვაში

Comments
Loading...