- Advertisement -

კახა კალაძე: საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ქალაქში საკმაოდ მძიმე ვითარებაა

295

თბილისის ახალ არჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში საგზაო უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე ვითარებაა შექმნილი და აუცილებელია აღნიშნული პრობლემის მოგვარება.

როგორც მან ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" გამართულ კონფერენციის ფარგლებში განუცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგძელდება და იგი მზად არის საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისთვის ყველანაირი ხელშეწყობა იყოს.

"პირველ რიგში მივესალმები ამ კონფერენციას, ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოება. ზოგადად საგზაო უსაფრთხოებაში ჩართულობა, ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანია, ასევე თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვისმენთ საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი წლიდან ტექ დათვალიერება იგეგმება, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქალაქში, ზოგადად ტრანსპორტის განახლება, მოძრაობის უსაფრთხოება, ახალი წესების შემოღება საკმაოდ ბევრი სამინისტრო დღესაც ჩართულია ამ მიმართულებით.

მე როგორც ქალაქის მერი, მზად ვარ თანამშრომლობისთვის, რათა ხელშეწყობა იყოს ჩემი მხრიდან. ამ მიმართულებით, გავაგრძელებთ მუშაობას. თქვენ იცით, რომ დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ ბევრი ინფრატრუქტურული პროექტების განხორციელება და შესაბამისად ეს კომპლექსური მიდგომა წაადგება არსებული მდგომარეობის გამოსწორებას, ჩვენ ორიენტირებული ვართ ადამიანების უსაფრთხოებასა და მათ კეთილდღეობაზე", – განაცხადა კახა კალაძემ. 

Comments
Loading...