- Advertisement -

კახა კალაძე: საკრებულოდან თბილისის მერიის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი უნდა გამოვითხოვოთ

330

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ საკრებულოდან დავით ნარმანიას მერობის დროს გაგზავნილი ბიუჯეტის პროექტი გამოითხოვოს. ამის შესახებ კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"წინასაარჩევნო კაპმანიის ფარგლებში ჩვენ თბილისის მსოახლეობას წარვუდგინეთ ოთხწლიანი განვითარების გეგმა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა შედგებოდა 7 ძირითადი პოლიტიკისგან და მთლიანად იყო ასახული ყველა პრობლემა. მინდა ვთხოვო ვიცე-მერს, დაიწყოთ მუშაობა ბიუჯეტთან დაკავშირებით, გამოვითხოვოთ წარდგენილი ბიუჯეტი და კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდეს მისი გადაგზავნა საკრებულოში",- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიაში დედაქალაქის ახალი მთარობის პირველი სხდომა მიმდინარეობს.

Comments
Loading...