- Advertisement -

კახა კალაძე: სიცრუეზე აკეთებ განცხადებას, თან პრეზიდენტი, არასწორია

305

თბილისის ახლად არჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, არასწორია.

"არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება, თუმცა უბრალოდ მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან მე მგონია, რომ არასწორია. პრეზიდენტი უფრო მაღლა უნდა დადგეს ამ ყვრლაფერზე. მე ადრეც ვთქვი, თუ არსებობს ამის რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, ერთად მივმართოთ შესაბამის სამსახურებს, მოხდეს გამოძიება. სიცრუეზე აკეთებ განცხადებას, თან პრეზიდენტი, მე მგონი არასწორია",-აღნიშნა კახა კალაძემ.

Comments
Loading...