- Advertisement -

კახა კალაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ძალიან ცუდია

606

 

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო, ქვეყნისთვის ცუდია, რადგან საკუთრების უფლების დაცვა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია. რუსთავი -თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კახა კალაძემ გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა. 

"უნდა დაველოდოთ, თუ როგორ წარიმართება სტრასბურგში პროცესები. რა თქმა უნდა, ზოგადად, ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, რადგან საკუთრების უფლების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში.

ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა ამ გადაწყვეტილების მერე, რაც მიიღო სტრასბურგმა, ჩართულია სახელმწიფო, როგორც ნებისემიერ სხვა ქეისში. მაქსიმალურად ობიექტურად მივაწვდით სასამართლოს ინფორმაციას ამ ქეისთან დაკავშირებით და იმ გადაწყვეტილებას დაველოდებით, რასაც სტრასბურგი მიიღებს",- განაცხადა კალაძემ. 

Comments
Loading...