- Advertisement -

კახა კალაძე: ქართველებს, ოსებს და აფხაზებს შორის გაუცხოება უნდა დასრულდეს

366

 

მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირს დაესწრო, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ აგვისტოს ომის შედეგები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ 2008 წლის ომი იყო ერთობის დამანგრეველი ომი. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გაუცხოება, რომელიც არსებობს ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის, დასრულდეს. 

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას, ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა კალაძემ. 

ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირი საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაციის, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა „იმედის“ სპორტულ მოედანზე ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორისა და ზესტაფონის გუნდებმა.

Comments
Loading...