- Advertisement -

კახა კალაძე: ქვეითები ზებრაზე რომ არ გადადიან, ამ საკითხს ყურადღება დაეთმობა

438

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ ქვეითად მოსიარულეები ზებრა გადასასვლელით არ სარგებლობენ.

კახა კალაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში ქვეითები საფრთხეს უქმნიან საკუთარ სიცოცხლეს და ასევე პრობლემის წინაშე აყნებენ მძღოლებს.

"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეითად მოსიარულეები, რომ ზებრა გადასასვლელებზე არ გადადიან და საფრთხეში აგდებენ თავიანთ სიცოცხლეს და ასევე, სერიოზულ პრობლემას უქმნიან მძღოლებს, ამ მიმართულებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ დავიწყეთ მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება",- განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...