- Advertisement -

კახა კალაძე: შესაძლოა, ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდოს

1,045

 

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდოს. მისი განმარტებით, ეს გამოწვეული იქნება მხოლოდ და მხოლოდ კურსის ცვალებადობით.

"შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე, მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ამას მარეგულირება დაადგენს. იმ შემთხვევაში, თუ იქნება, შესაძლებელია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტროენერგიის ნაწილში გვაქვს. 

თქვენ იცით, რომ ბუნებრივი აირი არის სრულად იმპორტირებული ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. ხდება უცხოურ ვალუტაში გადახდა. ასე რომ, არის იმის შესაძლებლობა, რომ ტარიფები გაიზარდოს, თუმცა უნდა დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას. თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით",- აღნიშნა კალაძემ. 

Comments
Loading...