- Advertisement -

კახა კალაძე: ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საქართველოს დედაქალაქის მერი-მადლობა მხარდაჭერისთვის

360

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, თბილისის ახალარჩეულმა მერმა, კახა კალაძემ საკუთარ ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ თითოეული თბილისელისთვის მერიის კარები ღია იქნება.

"მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და მოგილიცოთ ეს დამაჰერებელი გამარჯვება. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის თბილისის მერი. თქვენი მხრიდან გამოცხადებული მაღალი მხარდაჭრა მაძლევს სტიმულს თავდაუზოგავად ვიმუშაო ჩვენი ქალაქის, თითოეული თბილისელის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევისთვის.

ამ არჩევნებში არავინ დამარცხებულა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა. მერიის კარი ღია იქნება თითოეული თბილისელისთვის", – განაცხადა კალაძემ

ცნობისთვის, ამ წუნების მონაცემებით თბილისისი მერობი კანდიდატების მიღებული ხმების რაოდებონა ასე გადანაწილდა:

კახა კალაძე (ქართული ოცნება) – 51,13 %,

ალეკო ელისაშვილი(დამოუკიდებელი კანდიდატი) – 17,49 %

ზაალ უდუმაშვილი(ნაციონალური მოძრაობა) – 16,53 %

ელენე ხოშტარია(ევროპული საქართველო) – 7,12 %

ირმა ინაშვილი(პატრიოტთა ალიანსი) – 3,02 %

გიორგი ვაშაძე(ახალი საქართველო) – 1,95 %

კახა კუკავა(თავისუფალი საქართველო და დემოკრატიული მოძრაობის ბლოკი) – 1,26 %

გიორგი გუგავა(ლეიბორისტული პარტია) – 0,96 %

თენგიზ შერგელაშვილი(შენების მოძრაობა) – 0,25 %

ლაშა სტურუა – 0,1 %

გიორგი ლილუაშვილი – 0,09 %

დავით შუკაკიძე – 0,05 %

ნიკოლოზ სანებლიძე – 0,05 %,

Comments
Loading...