- Advertisement -

კახა კალაძე: ჩვენი თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება

272

თბილისის მერიის სტრუქტურულ რეფორმების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხდა, რომ ცვლილებებით მათი მიზანი არ არის კადრების შემცირება.

"ჩვენი თვითმიზანი არ არის კანდრების შემცირება, ჩვენთვის მთავარია პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება. შესაბამისად რეორგანიზაცია, რომელიც გამოცხადებული გვაქვს ხდება მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში. რეფორმის შედეგად, საქალაქო სამსახურის რაოდენობა არ იცვლება, გაერთიანდა განათლება, სპორტი, კულტურა. არქიტექტურის სამსახური ასე თქვათ, დაიშალა და შეიქმნა ურბანული საქალაქო სამსაუხრი", – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...