- Advertisement -

კახა კალაძე: ცოტა გაუგებარია ჯერ რატომ უნდა მივიდე საკრებულოში

321

თბილსის მერის კახა კალაძე აცხადებს, მისთვის გაუგებარია ჯერ რატომ უნდა მივიდეს საკრებულოში. მისი თქმით, ის ხალხის მიერაა არჩეული და უკვე შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას.

"ცოტა გაუგებარია ჯერ რატომ უნდა მივიდე საკრებულოში. მე ვარ ხალხის მიერ არჩეული, შესაბამისად, უფლებამოსილებას უკვე შევუდექი. რაც შეეხება მთავრობის წევრებს, კანონის შესაბამისად ვიმოქმედე გადავუგზავნე საკრებულოს და დღეს იმსჯელებენ და ალბათ იქნება მიღებული გადაწყვეტილება და დამტკიცებული იქნება. ორშაბათიდან ჩვენ შევუდგებით მუშაობას",- განაცხადა კალაძემ.

საკრებულოს ოპოზიცია მოითხოვდა, რომ დღეს კახა კალაძე თბილისის მთავრობის წევრების დამტკიცებაზე მისულიყო.

Comments
Loading...