- Advertisement -

კახა კალაძე: 2018 წელს კეთილმოწყობის სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით დაიწყება

307

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორ გიორგი ცხადაძესთან ერთად, ისნის რაიონში, გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

"დღეს გუჯარეთის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაწყებული. სადაც "ჯორჯიან ვოთერ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. მთლიანად ახალი ქსელი კეთდება. სანიღვრე, საკანალიზაციო, წყლის მილები ჩაიდო.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ჯორჯიან ვოთერ ფაუერს“ ამ თანამშრომლობისთვის. რა თქმა უნდა ჩვენ მომავლშიც გავაგერძელებთ და ის ქუჩები, სადაც სარეაბილოტაციაო სამუშაოები ჩატარდება და აუცილებლად იქნება გამოცვლილი მიწისქვეშა კომუნიკაციები.
დაახლოები 1 700 000 ლარი დაიხარჯება მხოლოდ მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებისთვის. რის შემდეგ ჩვენი სამსახურები შემოვლენ და დაიწყება მოასფალტება. ალბათ, თებერვლის დასაწყისში დასრულდება ყველა სამუშაო. კეთილმოწყობის სამუშაოები 2018 წელს დედაქალაქის მასშტაბით დაიწყება", – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...