- Advertisement -

კახა კალაძის პირველი სამუშაო დღე თბილისის მერიაში დაიწყო

366

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე თბილისის მერიაში ამ წუთებში თანამშრომლებს ხვდება. მერიაში კახა კალაძეს უკვე ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა.

კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბირსას განაცხადა, რომ დღეს 15:00 საათზე ის ცნობილს გახდის ვინ იქნება მისი მოადგილეები.

"მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებ იმას რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად კარგად მაქვს გათვითცნობიერებული რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, თუ რამდენია გასაკაეთებელი, რამდენია სამუშაო და შესაბამისად გუნდთან ერთად, ამ ადამიანებთან ერთად ჩვენ შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია.

სამი საათისთვის წარმოგიდგენთ მოადგილეებს, ვიცი რომ ძალიან დიდია ინტერესი როგორც ჟურნალისტებში, ასევე საზოგადოებაში და ამ ადამიანების ვინაობა გახდება ცნობილი", – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...