- Advertisement -

კახა კოჟორიძეს 14 თვეში 32 000 ლარამდე ოდენობის ხელფასი აქვს აღებული

377

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში კახა კოჟორიძეს 14 თვეში 31 740 ლარი აქვს აღებული, ამის შესახებ "აიპრესს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კახა კოჟორიძის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2300 ლარს შეადგენდა. ამ ოდენობის ხელფასი 13 თვის განმავლობაში – 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით აქვს აღებული. მას მიმდინარე წლის თებერვალში 1840 ლარი აქვს აღებული. შემდეგ თვეებში კი მას ხელფასი აღარ აუღია.

ადმინისტრაციიდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მარტის თვიდან კახა კოჟორიძე უხელფასო შვებულებაში იმყოფბოდა.

ინფორმაცია მოთხოვნილია 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით. 

Comments
Loading...