- Advertisement -

კახა კუჭავა: თამარ ბაგრატიას თანამდებობიდან წასვლა რეორგანიზაციას უკავშირდება

294

პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტეის თავმჯდომარე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსის თამარ ბაგრატიას თანამდებობიდან წასვალზე განმარტებას აკეთებს.

 

"ეს უკავშირდებოდა რეორგანიზაციას. თავიდან არასწორად იყო ინფორმაცია გაჟღერებული, თითქოს ეს იყო საკონკურსო პოზიცია, არ იყო ეს საკონკურსო პოზიცია, ეს იყო უბრალოდ დანიშვნით და რეორგანიზაციის პროცესში ხდებოდა რეკომენდაციით წარდგენა"- განაცხადა კუჭავამ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტეის თავმჯდომარის თქმით, მინისტრის მოადგილე უფლებამოსლია შესთავაზოს თავისი ვარიანტი.

"ერთი დეტალი, რომელიც ყველას გვავიწყდება, ეს ადამიანი არ იყო ქუჩიდან მოსული, წლების განმავლობაში მუშაობდა აუდიტის ხელმძღვანელად, მათ შორის სსიპ-ის აუდიტსაც ატარებდა, ამიტომ საკმაოდ ჩახედული იყო ამ საკითხებში, და ძალიან საინტერესოა, რატომ იყო ასეთი მკაცრი უარყოფა ამ ადამიანის დანიშვნასთან დაკავშირებით. პირადად ეს ჩემთვის ბადებს კითხვებს, ხომ არ არის ეს დაკავშირებული ამ ადამიანის წინა სამუშაოსთან, როდესაც ის აუდიტის სამსახურის დეპარტამენტის უფროსი იყო. ეს ჩემი ვარაუდია", – განაცხადა კახა კუჭავამ

შეგახსენებთ, როგორც "აიპრესთან" თამარ ბაგრატია აცხადებს, თანამდებობა საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვა. თუმცა, მისივე თქმით, მიზეზი ხელმძღვანელობასთან გარკვეულ, პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმელობა გახდა.

Comments
Loading...