- Advertisement -

კახა კუჭავა: პუშკინის სკვერთან დაკავშირებით ოპონენტები მოსახლეობას ატყუებენ

395

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ოპონენტების ბრალდებებს პასუხობს და საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოპონენტები წინასაარჩევნო მოსახლეობას ქულების ჩაწერის გამო ატყუებენ.

"სამწუხაროა როდესაც წინასაარჩევნოდ ოპონენტები იყენებენ ყველანაირად უმსგავო ხერხს, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და თქვან ისეთი ტყუილი რომელიც ფიზიკურად არ დაიმალება. საუბარია თითქოს პუშკინის სკვერი გასხვისდა. ფაქტია, რომ რაზეც არის საუბარი აბსოლუტურად განსხვავებულია ის გადაწყვეტილება რაც საკრებულომ მიიღო. აქ საუბარია უკვე არსებულ ავტოსადგომზე, რომელიც უკვე არსებობს და პროექტის ფარგლებში ტევადობის მოცულობის გაზრდაზე. დარწმუნებული ვარ და ყველა კარგად ვხვდებით და ვთანახმდებით, ოპონენტებიც რომ თბილისში საჭიროა დამატებითი საპარკინგე ადგილების შექმნა. პროექტის ფარგლებში მოხდება მინიმუმ გასამმაგება თუ არა გაორმაგება მაინც.

ერთ-ერთი კითხვა, რაც მე პირადად მრჩებოდა იყო არსებობდა თუ არა გეოლოგიური დასკვნა საპარკინგე ადგილების დამატებაზე. ამ კუთხით გუშინ მოვისმინე რომ გეოლოგიური კვლევა ჩატარებულია. ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ქულების ჩაწერის მცდელობაა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. პირდაპირ მიაყენონონ დისკრედიტაცია იმ საინვესტიციო ჯგუფს, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს. ის პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება ნამდვილად ერთ-ერთი რეიმარკი იქნება რომლითაც ქალაქი იამაყებს მომავალში, არამედ იმ განხორციელებული ინვესტიციებით რომელიც მილიარდს გაუტოლდება მალე იქ დასაქმებულთა კუთხითაც რომელთაც ეს პროექტი საბოლლოოდ ამუშავების შემდეგ დაასაქმებს მოსახლეობას. მოვუწოდებ ყველას ის ელემენტარული ფაქტები რომელიც არ დაიმალება ამაზე ტყუილს ნუ გაავრცელებენ იმისთვის რომ 1 თუ 2 დღით ქულები ჩაიწერონ მოსახლეობაში", – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, დედაქალაქის საკრებულომ სხდომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს, სადაც პარკინგი უნდა აშენდეს და ასევე, ბოტანიკურის ბაღის მიმდებარედ 5000 კვ. მეტრზე თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთს, სადაც პროექტ „პანორამას“ განხორციელება იგეგმება ფუნქციური სტატუსი შეუცვალა.

Comments
Loading...