- Advertisement -

კახა ოქრიაშვილი: ჩვენზე, მაჟორიტარებზე უსამართლო ზეწოლა ხორციელდება

648

"სამწუხაროდ, ჩვენზე მაჟორიტარებზე ხორციელდება უსამართლო ზეწოლა და კონკრეტული მიზანმიმართული ანტი-კამპანია, ამ კამპანიის ფარგლებში ხდება. ამ კამპანიის ფარგლებში ხდება კონკრეტული მაჟორიტარების, მათ შორის, ჩემი და ჩემი კოლეგების დისკრედიტაცია და შეურაცხყოფა",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტში, სესიაზე განაცხადა.

"ხშირად ისმის ბრალდებები, რომ მაჟორიტარები არიან უფრო პასიური, არაკვალიფიციური, ნაკლებად ცნობადი, ვიდრე პროპორციული წესით არჩეული პედუტატები არიან და ამიტომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა.

ვფქრობ საქართველოში, ისევე როგორ მთელი მსოფლიოს პარლამენტებში არიან ძალიან ბევრი აქტიური და კვალიფიციური როგორც მაჟორიტარები, ისე არამაჟორიტარი დეპუტატები, აგრეთვე არიან ნაკლებად აქტიურები და შესაძლოა, ზოგჯერ პარლამენტში ხვდებიან არასაპარლამენტო კვალიფიკაციის მქონე ადამიანებიც, ასეთი დეპუტატები იყვნენ და არიან ჩვენს პარლამენტშიც და ამის გამო უნდა გავაუქმოთ მაჟორიტარული სისტემა თუ იმაზე ვიფიქროთ როგორ ამაღლდეს საპარლამენტო კვალიფიკაცია?",-განაცხადა ოქრიაშვილმა. 

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მაჟორიტარული წესით არჩევის საკითხზე საუბრისას კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებზეც გააკეთა განცხადება. 

"საქართველოში მრავალი ჟურნალისტია, ბევრი ძალიან კარგია, მიუკერძოებელია და ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ, ასევე არიან არაკეთილსინდისიერი, არაპროფესიონალი, დაკვეთების შემსრულებელი ჟურნალისტებიც, ამის გამო ჟურნალისტიკა გავაუქმოთ? რა თქმა უნდა არა,"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კახა ოქრიაშვილმა მაჟორიტარული წესით არჩევის შესახებ საუბრისას პარლამენტში, სესიაზე განაცხადა.

"ბატონებო, აქ არაა საუბარი იმაზე, კარგია თუ არა კახა ოქრიაშვილი, ან სხვა მაჟორიტარები, აქ საუბარია იმაზე, როგორი სისტემა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების ზომიერი კონცენტრაცია და სტაბილურობა, ესეიგი წინსვლა, ამ პოზიციას ჩვენ მეოთხე და მეხუთე მოწვევის მაჟორიტარები უკვე ათლეულზე მეტია ვიცავთ, უმრავლესობაში, ბატონებო, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც გამოწვეულია იმით რომ დღეს ქართულ ოცნებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და თვლის, რომ ეს ბერკეტი უპასუხისმგებლო ხელისუფლების ხელში არის რისკის შემცველი, ამის გამო დგას დღეს მაჯორიტარული სისტემის გაუქმება-არგაუქმების საკითხი და არა იმიტომ რომ არსებული სისტემას ლეგიტიმაცია აკლია",-განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. 

Comments
Loading...