საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოში საკადრო ცვლილებებია. პოლიციის ყოფილი უფროსი ოთარ გავაშელიძე, შოთა ხაჟომიამ შეცვალა.
შსს-ში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ კახეთში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი მუშაობას უკვე შეუდგა. კონკრეტულად რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი უწყება დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.