- Advertisement -

კახეთში რთველი 2017-ის საკოორდინაციო შტაბი 24 აგვისტოს გაიხსნება

746

კახეთში რთველი 2017-ის საკოორდინაციო შტაბი 24 აგვისტოს გაიხსნება, აღნიშნულ ინფორმციას სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადასტურებენ.

რთველი სექტემბრიდან, დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს კახეთის რეგიონს. ცნობილია, რომ წელს საფერავის ჯიშის ყურძენზე სახელმწიფო სუბსიდია აღარ იქნება. რთველის ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური განკარგულება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და მანავის მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.

Comments
Loading...