- Advertisement -

კახიძე:პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, “გავრილოვის ღამის” გადაბრალება, სურთ აქციის მონაწილეებზე

6

“ევროპული საქართველოს” წევრის ოთო კახიძის შეფასებით, პროკურატურის განცხადება ადასტურებს, რომ გენერალური პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
“პროკურატურა რომ აქამდე არ აკეთებდა ამას მაკო გომურის შემთხვევაში და დღეს კიდევ არ აკეთებს გიორგი სულაშვილის შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს, რომ გენერალური პროკურატურა ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას. მათ “გავრილოვის ღამის” გადაბრალება, იმ საშინელების და ველურობის რაც დაატრიალეს, სურთ აქციის მონაწილეებზე,”- განაცხადა ოთო კახიძემ.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე დაშავებული მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო.
The post კახიძე:პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, “გავრილოვის ღამის” გადაბრალება, სურთ აქციის მონაწილეებზე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...