- Advertisement -

კახიძე არასრულწლოვნების მკვლელობაზე: თეთრი ძაფით არის ეს საქმე ნაკერი

242

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის ოთო კახიძის განცხადებით, კომისია ინტენსიურად ითანამშრომლებს სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან, ასევე მოკლული დავით სარალიძის მამასთან ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან.
„სახალხო დამცველმა დაიწყო საქმის შესწავლა. მისი განცხადებით, უკვე იკვეთება სერიოზული დარღვევები.

დავით სარალიძეს მიყენებული აქვს 10-ზე მეტი ჭრილობა და ჩვენ არ ვიცით ვინ მიაყენა მას ეს ჭრილობა. ეს ვერ დაადგინა გამოძიებამ, სწორედ ეს არის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, ეს ნიშნავს, რომ თეთრი ძაფით არის ნაკერი ეს საქმე, ამიტომ შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომ დაადგინოს ვინ კერავდა თეთრი ძაფით ამ საქმეს“, – აღნიშნა ოთო კახიძემ.
 

Comments
Loading...