- Advertisement -

კახიძე ბანერზე: თუ მთავრობა ამბობს რომ პრობლემა არაა, ტრამპი იტყვის რომ მისთვისაა პრობლემა?

609

"ჩვენ ახლა რას ვისმენთ ხელისუფლებისგან, ვისმენთ, რომ თურმე ეს პრობლემა არ ყოფილა",-ამის შესახებ ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ რუსეთის ოკუპაციაზრ საუბრისას რუსთავი 2-თან განაცხადა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის მამუკა მდინარაძისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებები გააკრიტიკა. 

"ვისმენთ, რომ 100, 200 მეტრით საზღვრის გადმოწევა პრობლემა არ ყოფილა და თუ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ეს პრობლემა არ არის, მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ, დონალდ ტრამპი გამოვა და იტყვის, რომ ეს მისთვის არის პრობლემა?"-აცხადებს ოთარ კახიძემ. 

მისივე თქმით, ამის პრევენცია საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზებითაა შესაძლებელი. 

"გაეროს უშიშროების საბჭოს ჩატარების მოთხოვნა უნდა იყოს, უნდა იყოს სრული განგაში ატეხილი, იმისთის რომ შეჩერდეს რუსეთის ეს მოქმედება. ხელისუფლება აბობს, რომ ეს ისედაც ოკუპირებულია და არაფერი ახალი საგანგაშო არ ხდება. იქ არიან ადამიანები რომლებიც გუშინ ცხოვრობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, გაიღვიძეს და აღარ ცხოვრობენ. იქ უკვე რუსეთის კონტროლია დამყარებული, ამიტომ რამდენი მეტრი დარჩათ მაგისტრალამდე, ეს არ შეიძლება იყოს კრიტერიუმი, ოკუპაცია რომ გრძელდება ეს არის კატასტროფა. ჩვენ ვართ საზოგადოება და არ აქვს მნიშვნელობა ვინ ცხოვრობს თბილისში",-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ თუ თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანი ფიქრობს, რომ ე.წ. საზღვრისპირა ზოლში მიმდინარე მოვლენები მათ არ ეხებათ, მაშინ ეს სამწუხაროა და ნიშნავს იმას, რომ "ჩვენ საზოგადოება არ ვართ". 

"საკითხის ასე დაყენება სწორი არ, არის, რა თქმა უნდა გაცილებით უფრო დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, თუ მაგისტრალსაც გადაკეტავენ და ოკუპაციის ხაზი აქეთ გადმოიწევს, მაგრამ თუ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, მაშინ ეს ოკუპაცია გაგრძელდება, არ შეჩერდება და აქეთ წამოვა. არ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმემ ომი დაიწყოს, აქ საუბარია იმაზე, რომ საგუშაგოები აღდგეს, იმაზეა საუბარი, რომ ბოძს როცა ჩაარჭობენ, დილის ოთხ საათზე შეიძლება იმის ამოღება ისე, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნას",-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

Comments
Loading...