- Advertisement -

კახიძე: გაზრდილ კრიმინალზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და არა რეიდების მოწყობა

345

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალის ფაქტები გაზრდილია, თუმცა შსს ამას არ აღიარებს.

დეპუტატის თქმით, "შს სამინისტრომ სტატისტიკის გამოქვეყნება დიდი ხნის წინ შეწყვიტა და ცდილობენ საზოგადოებას დაუმალონ სურათი რაც ქვეყანაშია".

"ეს არის შემაშფოთებელი ფაქტი რაზეც ხელისუფლებას მართებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, პოლიტიკის შემუშავება და არა რაღაც პოსტსაბჭოთა რეიდები რომელიც კანონმორჩილ მოქალაქეებს აწუხებს", – განაცხადა ოთარ კახიძემ.

Comments
Loading...