- Advertisement -

კახიძე: დადგება შედეგი, რომელიც ევროპის კონვენციას შეესაბამება და რუსთავი 2 მოიგებს ამ საქმეს

809

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ოთარ კახიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ 8 მარტამდე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას რუსთავი 2-ის ეთერში ეხმიანება.

"მთავრობას და სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, ნებისმიერი ფორმით რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან თავი შეიკავონ, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა აუკრძალა სტრასბურგის სასამართლომ, რაც მიანიშნებს, რომ სასამართლო ამ ეტაპზე თვლის, რომ მთავრობა ცდილობდა, შეეცვალა რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა.

ეს მსჯელობა გამყარებულია თავად სასამართლოს გადაწყვეტილებით, ურთმელიძე მყავს მხედველობაში, რომელმაც დაწერა და წარმოაჩინა ივანიშვილის მოტივაცია, რომ რუსთავი 2 ავრცელებს სიცრუეს და ეს არ უნდა გააკეთოს რუსთავი 2-მა, ეს არის ივანიშვილის შეხედულება, რაც გადაიტანა სასამართლო გადაწყვეტილებაში ურთმელიძემ და თქვა, რომ რუსთავი 2 არ უნდა აშუქებდეს ასე და უნდა აშუქებდეს სხვაგვარად, ამით პრაქტიკულად ფარდა აეხადა ხელისუფლების მოტივაციას",-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

მისივე თქმით, რუსთავი 2-ის განცხადება აუცილებლად იქნება მიღებული განსახილველად, რაც შეეხება დროებითი შეჩერების მექანიზმის საკითხს, კახიძე იმდოვნებს, რომ ის გაგრძელდება. 

"8 მარტს სტრასბურგის სასამართლო იმჯელებს დროებითი შეჩერების მექანიზმის გაგრძელების თაობაზე, მე ვფქრობ, რომ რუსთავი2-ის განცხადება, საჩივარი, აპლიკაცია ყველა შემთხვევაში იქნება მიღებული განსახილველად, ვთვლი, რომ აუცილებლად დადგება ის შედეგი, რომელიც ევროპის კონვენციას შეესაბამება და საღი აზრი გაიმარჯვებს და რუსთავი2 მოიგებს ამ საქმეს ყველა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ ამაში. რაც შეეხება დროებითი შეჩერების მექანიზმის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხს, ეს ძალიან საფრთხილო თემაა, ვინაიდან ადგილი ჰქონდა უპერეცენდენტო გადაწყვეტილებას და ამ გადაწვეტილებაზე იმსჯელებენ უკვე სექციის მოსამართლეები და მე იმედს გამოვთქვამ, რომ დროებითი შეჩერების მექანიზმი გაგრძელდება",-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

Comments
Loading...