- Advertisement -

კახიძე: თეა წულუკიანი ოპონენტების მიმართ პოლიტიკური სიძულვილითაა გამსჭვალული

562

"სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კონკურსს ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი, რომელსაც არ აქვს ის უნარჩვევები, რომელიც ამ კონკურსის გამართვას სჭირდება",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"თეა წულუკიანი არის პოლიტიკური სიძულვილით გამსჭვალული ოპონენტების მიმართ და ყველა ის პირი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა თანამდებობებზე იყო მას პირად მტრად მიაჩნია. ცხადია, ის ვერ ახერხებს მიუკერძოებელი კონკურსის ორგანიზებას.

აგრეთვე, იგი, როგორც მენეჯერი არ გამოირჩევა ნიჭიერებით და შესაბამისად, ვერ მართავს ამ პროცესს იმგვარად, რომ სტრასბურგმა ერთხელ უკვე მოგვიბრუნა სია, რაც დიდი სირცხვილი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მენეჯმენტში არის როგორც ჩანს პრობლემები და ეს პოლიტიკოსი ქალბატონი ვერ ართმევს თავს დაკისრებულ ელემენტარულ მოვალეობასაც კი",- განაცხადა ოთარ კახიძემ.

Comments
Loading...