- Advertisement -

კახიძე: პროცენტები ძალიან გაექცათ…იუმორი კობახიძის ძლიერი მხარე არ არის

10

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძის განცხადებით, მათემატიკა კობახიძის ძლიერი მხარე არ არის.
“არ მგონია, რომ ბატონი ირაკლის ძლიერი მხარეა იუმორი და სარკაზმი. რაც შეეხება შესაძლო შედეგებს, ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ 40%-ს იღებენ, 60%-ს თუ 85%-ს. ეს პროცენტები ძალიან გაექცათ ამ ბოლო დროს. შესაბამისად მე მათ ვურჩევდი მიწაზე დაეშვან, იფიქრონ მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე თუ აქვთ ამის უნარი და ხედვა. 7 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ და არა მგონია 2020-ში რამე შეძლონ. ამიტომ მოემზადონ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის,” – განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” ხმების 60%-ს მიიღებს.
The post კახიძე: პროცენტები ძალიან გაექცათ…იუმორი კობახიძის ძლიერი მხარე არ არის appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...