- Advertisement -

კახი კახიშვილი: ადამიანს, რომელმაც სასჯელი მოიხადა, შანსი უნდა მიეცეს

384

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის აზრით, ციხე არ უნდა იყოს მანქანა გამოსასწორებელი ელემენტებით. მისი აზრით, ციხის ფუნქცია დამნაშავის საზოგადოებისგან იზოლირებაა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, ხოლო ამის შემდეგ ადამიანს უნდა მიეცეს რესოციალიზაციის შანსი, რათა მან შეძლოს საზოგადოებაში თავის დამკვიდრება და აღარ ჩაიდინოს დანაშაული. ამის შესახებ მინისტრმა გადაცემაში ,,ცენზურის გარეშე'' განაცხადა.

"არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ციხე უნდა იყოს მანქანა, გამოსასწორებელი ელემენტებით. გამიგია მოსაზრება, რომ ციხის აღარ ეშინიათ. ციხეს საკუთარი ფუნქცია აქვს- ეს არის ადამიანის იზოლირება საზოგადოებისგან იმ დროით და ვადით, რა ვადითაც დადგენილია სასამართლოს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს სრულიად საკმარისი ერთ-ერთი უკიდურესი სანქციაა, როდესაც ადამიანის იზოლირება ხდება თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. ახლა რომ დაინერგოს ეგზერკუციის მექანიზმები, თავისუფლების აღკვეთის პარალელურად, არ არის ნორმალური ელემენტი. ბუნებრივია, ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები.

პირიქით, როდესაც ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, მოხდა მისი იზოლირება სასამართლოს განაჩენის საფუძველზე და ჩვენ უნდა მივცეთ მას შანსი, სხვადასხვა ტიპის ისეთ პროგრამებში ჩაერთოს, რომელიც მას დაეხმარება გათავისუფლების შემდეგ, დაიმკვიდროს საკუთარი თავი ისე, რომ კვლავ დანაშაული არ ჩაიდინოს",-განაცხადა კახიშვილმა. 

Comments
Loading...