- Advertisement -

კელი: გაუგებარია, რატომ ვერ მოხერხდა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება

255

აშშ-ის ელჩისთვის იან კელისთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"სიტუაცია ნამდვილად შემაძრწუნებელია. ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება და ასევე იმ ორი დაკავებული პიროვნების გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და მის ყველა ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში. ჩვენ ასევე ვესაუბრებით რუსეთს და გავაგრძელებთ მათთან საუბარს", – აღნიშნა იან კელიმ.

ამასთან, კელის შეფასებით, კარგი იქნება, თუ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ერთიან რეზოლუციაზე შეთანხმდებიან.

Comments
Loading...