- Advertisement -

კელი: საქართველოთან პარტნიორობას გავაგრძელებთ, რათა უფრო გაფართოვდეს საოჯახო ტიპის მომსახურება

495

ამერიკის ელჩი საქრათველოში იან კელი ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების გახნას დაესწრო.  მისი თქმით, ეს საქართველოს, ამერიკასა და UNICEF შორის პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია.

"მე მომწონს დაწესებულება არა მხოლოდ გარეგნულად არამედ თანამშრომლების მხრიდან სიყვარულისა და ზრუნვისთვის ბავშვების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს მთავრობასთან იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს ახალი სისტემა და ყველა ბავშვს ვინც თავშესაფრებში ცხოვრობს გადმოვიდეს ასეთი ტიპის დაწესებულებებში და ოჯახურ გარემოში განაგრძონ ცხოვრება", – განაცხადა იან კელმა.

ქუთაისში ახალი საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის მხრდაჭერით შეიქმნა.

Comments
Loading...