- Advertisement -

 კვაჭანტირაძე: საქართველოს ტერიტორიაზე “ევრაზიის კავშირის” ორგანიზებულ ღონისძიებას ვაპროტესტებ

18

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს დილით, შემთხვევით აღმოვჩნდი უამრავი ტელეკამერის ყურადღების ცენტრში. შეხვედრაზე შეცდომით მივედი სასტუმრო ძველ თბილისში, ნაცვლად სასტუმრო ძველი მეტეხისა. ღმერთი, რჯული, არ მინდოდა იქ აღმოვჩენილიყავი, სადაც აღმოვჩნდი, თორემ იქ მისვლის სურვილი რომ მქონოდა ისიც მეცოდინებოდა, რომ ტელეკამერები ბლომად იქნებოდნენ ასეთ თავყრილობაზე. მოკლედ … ამიტომ ხმამაღლა ვამბობ – ე.წ. “ევრაზიის კავშირის” ეგიდის ქვეშ ორგანიზებულ ნებისმიერ ღონისძიებას საქართველოს ტერიტორიაზე ვაპროტესტებ მთელი შეგნებით და ვფიქრობ, რომ ასეთი პროტესტი ხმამაღლა უნდა გამოხატოს ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროატლანტიკური “, – წერს დეპუტატი facebook-ში.

 

 

Comments
Loading...