- Advertisement -

კვესიტაძე: მეუფე იაკობმა მითხრა, რომ გახარია პირადი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა

29

გადაცემა “მთავარი აქცენტების” წამყვანის, ეკა კვესიტაძის თქმით, მას მეუფე იაკობი ხშირად ურეკავდა და ეკლესიაში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრებოდა.
” საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის იყო ძალიან გაბრაზებული გახარიაზე. ერთერთი საუბრისას, ის მომიყვა, როგორ ემუქრებოდა გახარია, რომ გაასაჯაროებდა ფარულ ჩანაწერებს, პირად კადრებს, რომელიც იყო იაკობზე და სხვა… ის იყო გაცოფებული, როცა ლაპარაკობდა…
როგორც ჩანს, გახარიასა და იაკობის ურთიერთობები ძალიან დიდი ხნის წინ დაიძაბა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ის ადანაშაულებს გახარიას, რომ გახარია აშანტაჟებდა შს მინისტრობის პერიოდში მას და რამდენიმე მღვდელმთავარს პირადი სახის ჩანაწერების გამოქვეყნებით, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ შეამკო ჩემთან საუბარში გახარია, რომ მას აუცილებლად დაამთავრებდა. სხვათაშორის, ის მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ შიოც და გახარიაც არის რუსეთის კაცი” – თქვა კვესიტაძემ.
The post კვესიტაძე: მეუფე იაკობმა მითხრა, რომ გახარია პირადი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...