პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილი ინფორმაციით, სოფელ არდაგანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიასთან გუშინ საღამოს ისევ გაძლიერდა ხანძარი.
„არდაგანში იყო წუხელ ცოტა გართულებული სიტუაცია, მაგრამ ავიაციის და ცოცხალი ძალის მეშვეობით შესაძლებელია ამ ზონის განეიტრალებაც ისე, რომ იქ არ გართულდეს. დღეს ერთ-ერთი ზონა, რომელზეც კონცენტრირება ხდება არის ეგ. პრინციპში ორად არის გაყოფილი ცოცხალი ძალა, ერთი ჯგუფი წაღვერის მონაკვეთზე იმუშავებს დღემდე არსებული ძალა, რომელიც ამ ეტაპზე მუშაობდა, დანარჩენ ზონებზე სავარაუდოდ საჯარისო ნაწილს, ცოცხალ ძალას განვათავსებთ. აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტში, როდესაც ჩვენს მიერ გაყვანილი გზებით შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან“-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.