- Advertisement -

კვირიკაშვილი: ფასდაუდებელია ლიტვის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში

343

საქართველოს პრემიერმინიტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ლიტვასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ევროინტეგრაციის კონტქესტში. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვის პრემიერთან საულიუს სკვერნელისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა.

''ფასდაუდებელია ლიტვის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. უაღრესად მნიშვნელოვანია ლიტვის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართაც.

ლიტვის მიერ კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...