- Advertisement -

კვიციანი: ФСБ -ს წარმომადგენლებთან იატაკქვეშ შეხვედრას, რუსებთან ღიად შეხვედრა სჯობს

450

"ჯობია ასე ღიად იარონ შეხვედრებზე. ჟენევაში რომ ჩადიან და "ფე ეს ბეს" წარმომადგენლებს ხვდებიან. ჩემი ინფორმაცით ბევრი რამე ხდება.ასევე მინსკში ჩადიან შესახვედრად. ჩუმად, იატაკქვეშ არ უნდა ხდებოდეს შეხვედრა რუსეთთან, ღიად უნდა მოხდეს,"-განაცხადა პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა ტელეკომპანია ,,პირველთან" თანაგუნდელების რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

კვიციანის თქმით, რაც უფრო დიდხანს არ დაელაპარაკება ქართული მხარე რუსეთს მით უფრო დიდხანს შეინარჩუნებს რუსეთი ქართულ ტერიტორიებს.

"ჩავიდა იქ ადა, ნატო და გიორგი და ეგრევე გასაღებს არ გაუჩარხავენ და გამოატნევენ უკან, არ ხდება ასეთი რაღაც. ჩვენ ჩიხში ვართ შეყვანილი. საქართველო ჩიხშია, რომელშიც ისევ ჩვენ, ქართველებმა მივიყვანეთ თავი. ცუდად გვაქვს დაცდილი ეს შეხვედრები რუსეთთან. განსაკუთრებით ბოლო შეხვედრა 2006 წლის 13 ივნისი სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრა და მერე ერთ თვეში, ლაშქრობა დაიწყო კოდორის ხეობაზე. რა თქმა უნდა, ცუდ ასოციაციებს იწვევს როცა რუსეთში მიდიან მოლაპარაკებაზე.

რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ,,პატრიოტთა ალიანსის" რუსეთში ვიზიტმა? ყველაზე ცუდი წარმოვიდგინოთ. არაფერი. ილაპარაკებენ, ვიღაცას შეხვდებიან, რაღაცა შეიძლება ახალი გაიგონ, რაღაც სიმპატიები აღუძრან იმათ. რაღაცა სალაპარაკოდ გამოიწვიონ. დღეს კორძაიამ თუ ნინო გოგუაძემ თქვა, აღარ მახსოვს, დავალებებს იღებენ რუსეთშიო და ჩამოვლენ უკანო. ისეთ ცუდ დღეში ვართ ქართველები, რომ ასე გადაკიდებული ერთმანეთზე დიდი ხანია არ ვყოფილვართ. ვის აწყობს ჩვენი გადაკიდება ერთმანეთზე? რუსებს. მათ ჩვენი ვალი აქვთ. ტერიტორიები უნდა დაგვიბრუნონ. რაც უფრო დიდხანს არ დაელაპარაკები იმდენ ხანს შეინარჩუნებს თავის ვალს,"-განაცხადა ემზარ კვიციანმა ტელეკომპანია "პირველთან".

Comments
Loading...