- Advertisement -

კიკნაველიძე: დიდი პატივია ის ნდობა, რაც ხალხმა დაფუძნებიდან ერთი თვის თავზე გამოგვიცხადა

535

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპულ საქართველოში რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)-ის კვლევის შედეგებს აფასებენ. 

"ევროპული საქართველოსთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ის ნდობა, რომელიც დაფუძნებიდან ერთი თვის თავზე მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა გამოგვიცხადა როგორც პარტიას, ისე მის ლიდერებს"-ამის შესახებ ირაკლი კიკნაველიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, გამოქვეყნებული კვლევა მნიშვნელოვანია მოძრაობისთვის, რადგან პირველია ევროპული საქართველოს შექმნის შემდეგ.

"გამოკითხვამ აჩვენა მოსახლეობის სურვილი მხარი დაუჭიროს კომპეტუნტურ და კონსტრუქციულ ძალას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ივანიშვილის რეჟიმი და გამოიყვანოს ქვეყანა იმ კრიზისიდან, რომელშიც ქართული ოცნების 5 წლიანი მმართველობის შედეგად აღმოჩნდა. ამასთან ერთად, დავით ბაქრაძე რჩება ყველაზე პოპულარულ ლიდერად და პოლიტიკოსების რეიტინგების ხუთეულშია. ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ქართული ოცნების შეცდომები მოსახლეობის მდგომარეობაზე აისახება, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და საქართველოს ეკონომიკური ვითარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაუარესდა. ჩვენი ამოცანაა, აქტიური კამპანიით თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ჩვენი ხედვა. ჩვენ შევცვლით ივანიშვილის მთავრობას ქვეყნის ნგრევის გარეშე",-განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ. 

IRI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში, პოლიტიკოსებსა და ცნობილ პერსონებს შორის ყველაზე მეტად გიორგი მარგველაშვილი მოსწონთ. მას ხმა გამოკითხულთა 67%-მა მისცა, მას მოსდევს დავით სერგეენკო 65%-ით, მესამე ადგილს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 55%-ით იკავებს. მეოთხე ადგილზეა დავით ბაქრაძე 50%-ით, 48 %-ით მას დავით უსუფაშვილი მოსდევს. 

Comments
Loading...