- Advertisement -

კილაძე: გამოძიება დაწყებულია, რადგან გავიგოთ ჟურნალისტი როგორ მოხვდა საქართველოდან აზერბაიჯანში

442

"პოლიტიკური ძალა შეფასებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც ეცოდინება, რა მოხდა. ნაადრევი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის,“ – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე. მისი თქმით შსს-მ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.

"გვაქვს ძალიან ინტენსიური კავშირი შესაბამის ორგანოებთან. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად და დროულად მოხდეს საქმის გამოძიება. ფაქტია, რომ ადამიანი არის გაუჩინარებული, ფაქტია რომ დაიწყო გამოძიება და გამოძიების მიმდინარეობაზე ვერავინ ვერ ისაუბრებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ საქმეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა. ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე.

რამდენადაც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. გამოძიება დაწყებულია და თუ ვიცი, საზღვარზე როგორ მოხდა, გამოძიება რაღა საჭიროა? მაშინ, გამოძიებას ვინ რატომ ატარებს, მე მცოდნია, აზერბაიჯანში როგორ მოხვდა. გამოძიება სწორედ იმიტომ არის დაწყებული, რომ გაირკვეს, ეს ადამიანი საქართველოდან აზერბაიჯანში როგორ მოხვდა,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

Comments
Loading...