- Advertisement -

კილაძე: დაუშვებლად მიგვაჩნია ქალი კანდიდატის მიმართ უმსგავსო პოლიტიკური ბრძოლა

111

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე NDI-ის გრძელვადიან დამკვირვებელს, მირიანა კოვაჩევიჩს შეხვდა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ქალთა ჩართულობის და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის საკითხებზე მუშაობს.

შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში გენდერული კუთხით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქართულ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის შესახებ. ბუნებრივია, საუბარი შეეხო მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდს და ამ კონტექსტში, პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, ოპოზიციის მიერ წარმოებულ უღირს კამპანიას. ასეთი შავი კამპანია ქალი კანდიდატის წინააღმდეგ არის აბსოლუტურად მიუღებელი დემოკრატიულ სახელმწიფოში. ჩვენ, “ქართული ოცნება“ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანიას ვეწევით და დაუშვებლად მიგვაჩნია ქალი კანდიდატის მიმართ უმსგავსო პოლიტიკური ბრძოლა“- განაცხადა სოფო კილაძემ.

 

Comments
Loading...