- Advertisement -

კილაძე: თუ რაიმე შესასწავლია, შევისწავლოთ, მაგრამ უაპელაციოდ ოდეერებზე საუბარი არასწორია

513

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სხდომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ ოდეერების საკითხთან დაკავშირებით ომბუდსმენს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა სთხოვეს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მსგავსი პრობლემები ოდეერებთან დაკავშირებით არ არსებობს, ობუდსმენის მტკიცებულებებით დაინტერესდა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეც. 

"თუ გაქვთ კონკეტული ფაქტები რის საფუძველზეც შეგილიათ ასეთ განცხადება გააკეთოთ",-მიმართა სოფო კილაძემ ომბუდსმენს, რაზეც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ თსუ-ში მიმდინარე აქციების დროს ეს ინფორმაცია დადასტურდა. 

სახალხო დამცველის აპარატის წარმოამდგენელმა თათული თოდუამ კი განაცხადა, რომ აღნიშნულის შესხებ ინფორმაცია დაადასტურა უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა ლადო პაპავამ, გარდა ამისა, მათივე თქმით, მათ გამოითხოვეს დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება რომ კონკრეტული პირი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ადმინისტრაციის მრჩევლად იყო დანიშნული. 

გარდა ამისა ჩვენ მოვითხოვთ თსუ-დან ოფიციალური ინფორმაცია იმ ორი პირის შესახებ რომლებზეც სტუდენტები მიუთითებდნენ, რომ რეალურად ოდეერის ფუნქციას ასრულებდნენ უნივერსიტეტში და ერთ-ერთთან დაკავშირებით მივიღეთ ოფიციალური დოკუმენტაცია, რომ ის მართლაც დანიშნულია იყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლად სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, მას შემდეგ რაც ამას დიდი სკანდალი მოჰყვა და გახდა სტუდენტების პროტესტის საგანი, მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა",-განაცხადა თათული თოდუამ. 

სოფო კილაძის განცხადებით, კი ეს ინფორმაცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დადასტურებულად აღინიშნოს იყო თუ არა პირი ოდეერი. 

"მესმის, მაგრამ მრჩევლები არ ამხოლოდ უნივერსიტეტში, ბევრ სხვა უწყებაში არის, როგორც კერძო უწყებაში, ასევე საჯარო უწყებაში, ანუ ფაქტს რომ სწორი შეფასება მივცეთ, ის ადამიანი გადადგა თუ არა მეორე თემა არის, მაგრამ ოდეერი იყო თუ არა სხვა თემაა. მე მაინც და მაინც ვერ დავრწმუნდი ამ ფაქტის საფუძველზე ოდეერი იყო თუ არა  იმ ფორმით რა ფორმითაც ვიღაცები საუბრობენ ხშირად ასე უაპელაციოდ",-განაცხადა სოფო კილაძემ, რაზეც ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ამას ადასტურებდა რექტორი და რეალურად ეს საქმე იყო შესასწავლი. 

"ეს რეკომენდაცია იყო გასულ და წელს და მიგვაჩნია წელსაც, რომ ამის შესწავლა უნდა მოხდეს",-განაცხადა ომბუდსმენმა. 

აღნიშნულმა საკითხმა დარბაზში ხმაური გამოიწვია, სოფო კილაძის განცხადებით, უაპელაციოდ საუბარი დამაზიანებელია.

"თუ რამე ფაქტია შესასწავლი შევისწავლოთ, მაგრამ უაპელაციოდ იმაზე საუბარი ოდეერები არიან თუ არ არიან, შევთანხმდეთ, რომ ეს არის გარკვეულ ადამიანებთან მიმართებით არასწორი და ცრუ ბრალდება",-განაცხადა სოფო კილაძემ. 

Comments
Loading...