- Advertisement -

კილაძე პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე: კონკრეტულ შემთხვევაში დებატები გაუგებარი ფორმაა

449

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის გამოსვლას ეხმიანება.

„ოპოზიცია ითხოვს დებატებს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს დებატები გაუგებარი ფორმა არის ამ კონკრეტული შემთხვევისთვის",-აცხადებს სოფო კილაძე. 

მისივე თქმით, პრეზიდენტი უნდა იყოს ძლიერი დამაბალანსებელი სახელმწიფო სხვადასხვა შტოებს შორის.

"ქარიზმატული უფრო პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს და პრეზიდენტს სულ სხვა ფუნქცია აკისრია. ქარიზმატულობა მე ვფიქრობ საერთოდ არ არის საჭირო პრეზიდენტისთვის იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელ რეალობაშიც ჩვენი კონსტიტუცია არის",-აცხადებს სოფო კილაძე. 

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში 7 აპრილს არის დაგეგმილი. საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დებატებიც უნდა გაიმართოს.  

Comments
Loading...