- Advertisement -

კილაძე: შსს-ს და პროკურატურის რეაგირება 2 პოლიციელის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე ადეკვატურია

284

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეაგირება 2 პოლიციელის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დროული და ადეკვატურია.

''თითოეული პოლიციელი მოწოდებულია ადამიანის უფლებების, მართლწესრიგის და კანონის უზენაესობის დასაცავად. ის ვინც ამ პრინციპებს გადაუხვევს, არ შეიძლება დარჩეს პასუხის გარეშე.

სამართალდამცავი სტრუქტურის ნებისმიერ წარმომადგენელს უნდა ესმოდეს, რომ თითოეული მოქალაქის უკან დგას სახელმწიფო ინსტიტუტები.

შინაგან საქმეთა მინისტრის ძლიერი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს რეფორმები, ადამიანების ნდობას სახელმწიფოს მიმართ, თავისუფლება და უსაფრთხოება დაცული იქნება თითოეულ შემთხვევაში – მისასალმებელია,'' – აცხადებს სოფო კილაძე.
 

Comments
Loading...