- Advertisement -

კობახიძე:კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტს, საკონსტიტიციო რეფორმაზე პირდაპირ ეთერში ვისაუბროთ

455

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რატომ არიდებს თავს საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, პირდაპირ ეთერში მასთან ერთად საუბარს. მისივე განცხადებით, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ნათელი წარმოდგენა შეექმნება.

„მე კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებას შეექმნება ნათელი წარმოდგენა საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის შესახებ. ასეთი ცალმხრივი საუბრებით, ბუნებრივია, საზოგადოება ვერ იღებს ინფორმაციას. ჩვენ ვთავაზობთ ძალიან კარგ ფორმატს პრეზიდენტს, ეს ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთად დავსხდეთ ღია ეთერში საზოგადოების წინაშე, ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის თაობაზე. ჩვენი შეთავაზება არის ძალაში და ჩვენ კვლავ ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ფორმატი შედგება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Comments
Loading...